მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გებრეისუსი: 2021-ში ახალი გამოწვევები იქნება, მაგალითად, COVID-19-ის ახალი ფორმა

5fec89e8bdeaa
ნათია თაქთაქიშვილი
30.12.20 21:30
1771
მომავალ წელს ახალი გამოწვევები იქნება, მაგალითად, COVID-19-ის ახალი სახეობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

გებრეისუსის თქმით, 2021-ში ერთ-ერთ მთავარ ამბად პანდემიისგან დაღლილი ადამიანების დახმარება დარჩება, რათა ამ ხალხმა შეძლოს ვირუსთან ბრძოლის გაგრძელება.

გებრეიესუსის თქმით, ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს მეცნიერებთან, რათა უკეთ მოხდეს ვირუსის ნებისმიერი ცვლილებისა და იმის გაგება, თუ რა გავლენას ახდენს ის ვირუსის გავრცელებასა და დაავადებების გამოწვევაზე.

ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განაცხადებით, ბოლო კვირების მანძილზე უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის გავრცელება რიგ ქვეყნებში დაიწყო, რაც წარმოუდგენელი სამეცნიერო მიღწევაა. თუმცა, როგორც გებრეიესუსმა აღნიშნა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იქამდე არ დაისვენებს, ვიდრე ვაქცინა ყველგან არ გახდება ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები