გასული კვირის მიწურულს პროექტ GEclose2EU -ის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის მომსახურებით ვაჭრობის სფეროში გზამკვლევის“ პრეზენტაცია გაიმართა. გზამკვლევი მოიცავდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მე-6 თავის (დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია) ანალიზს. ღონისძიების ფარგლებში, გზამკვლევის წარდგენის პარალელურად პროექტის GEclose2EU შუალედული ანგარიშის პრეზენტაცია და იმ შედეგების გაცნობაც, მოხდა რაც პროექტის ფარგლებში დღემდე განხორციელებულა.


































