მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„გეგმაშია 2026 წელს წყლის ტარიფის გადახედვისთვის განაცხადის წარდგენა“ - რევაზ სოხაძე

სოხაძე

"ქართული ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას წყალმომარაგების კომპანიის რეფორმირების შესახებ განაცხადა.

"წყალმომარაგების კომპანია გადადის განვითარების ახალ ეტაპზე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო იწყებს რეფორმას“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ წყალმომარაგების კომპანიის რეფორმა მოიცავს სტრუქტურულ და ფუნქციურ გაძლიერებას, სახელფასო პოლიტიკის შრომის ბაზართან დაახლოებას, რეგიონული ფილიალების გაძლიერებას, საერთაშორისო სპეციალისტების ჩართვას.

„წყლის უკანონო მოხმარების ფაქტების აქტიურად გამოვლენისა და აღმოფხვრის, ტექნიკური მომსახურებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, გეგმაშია SCADA-ს სისტემის აქტიური დანერგვა და ასევე, მომავალ წელს წყლის ტარიფის გადახედვისთვის განაცხადის წარდგენა 2027 წლიდან ახალი ტარიფების ასამოქმედებლად“, - განაცხადა სოხაძემ.

მისი თქმით, ეს ცვლილებები კომპანიის საქმიანობას გახდის უფრო გამჭვირვალეს, ეფექტურს და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები