მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გეგმავს თუ არა ჩინეთი კრიპტოაქტივების აკრძალვის გაუქმებას?

ჩინეთი კრიპტო

ბიტკოინის რეკორდული აღმასვლისა და კრიპტოინდუსტრიის სწრაფი განვითარების ფონზე, ჩინეთის ხელისუფლების მიმართ ზეწოლა იზრდება და ჩნდება ლოგიკური შეკითხვა - გეგმავს თუ არა მმართველი კომუნისტური პარტია კრიპტოაქტივების აკრძალვის გაუქმებას?

მოგეხსენებათ, 2021 წელს ჩინეთში კრიპტოაქტივების გამოყენება, შენახვა, ვაჭრობა და მაინინგი აიკრძალა, ასევე დაიხურა ყველა ის კომპანია, რომელსაც კრიპტოინდუსტრიასთან ჰქონდა კავშირი. აკრძალვის მიუხედავად, ჩინეთში კრიპტოაქტივების გამოყენება და მაინინგი არ შემწყდარა, რადგან ბიტკოინის აკრძალვა და გაკონტროლება ფიზიკურად შეუძლებელია.

ექსპერტების შეფასებით, დღეისათვის ათობით მილიონი ჩინეთის მოქალაქე აქტიურად იყენებს კრიპტოაქტივებს და თან ქვეყანაში მაინინგიც მიმდინარეობს, ამის ფონზე, დაწესებული აკრძალვის შენარჩუნება ქვეყნისათვის ეკონომიკურად გაუმართლებელია, თუმცა ჩინეთის მთავრობა საკითხს სხვაგვარად უყურებს.

საქმე ისაა, რომ პეკინში ბიტკოინს არა უბრალოდ საინვესტიციო აქტივად, არამედ ციფრული იუანის კონკურენტად განიხილავენ, ხოლო CBDC-ის განვითარების მიმართულებით ჩინეთს ლიდერობა სურს, ამიტომ ის აკრძალვა, რომელიც 2021 წელს ამოქმედდა, სავარაუდოდ, ძალაში უახლოეს მომავალშიც დარჩება, თუკი, რა თქმა უნდა, კომუნისტური პარტიის ხედვა რადიკალურად არ შეიცვლება, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები