მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

64a80675bb951
BM.GE
07.07.23 13:33
874
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

"გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 ივლისს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, ალოტი, კვერნაულა, ევჟენტი, ბოკონი, ხევსურთსოფელი, სიმხევი, კვირიისხევი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 15:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, თეგერაანები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში. 

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები