მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

ენერგოპრო - ჯორჯია
BM. GE
14.08.23 16:40
23

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 აგვისტოს 06:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, თავისუფლების, ენერგეტიკების, ავჭალის, ჭიჭინაძის, ანდრონიკაშვილის, პლატინის, ნიკო კეცხოველის, ყაზბეგის, სვიმონ შოთაძის ქუჩებზე, მუხათგვერდში.


10:00-დამ 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს გუდაურში, დუშეთის რაიონის სოფლებში ქუმლისციხე, კობი, ქვეშეთი, სეთურნი, ხოლო 11:00-დან 18:00 საათამდე - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი.


11:30 საათიდან 15:00 საათამდე დენი გაითიშება თიანეთის რაიონის დაბა სიონში, ორხევში. 12:00 საათიდან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება შეიზღუდება ქ.მცხეთაში გიორგობიანის, არმაზის, აღმაშენებლის ქუჩებზე, ციხედიდის და შიომღვიმის ტერიტორიაზე, სოფლებში ძეგვი, ძველი ქანდა, ნიჩბისი, ბურიანი.

13:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია გაითიშება სოფელი დიღომში დავით აღმაშენებლის, ვაშაძის, დიდგორის, ვაჟა-ფშაველას, გაბრიელ ათონელის, კვირაცხოველის ქუჩებზე, ვეძისში, ზემოუბანში, თელოვანში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები