მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾16 მლნ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის - ყველაზე მეტი თანხა აშშ-სა და ჩინეთში დაიხარჯება

დეგუსტაცია

ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის“ ფარგლებში, წელს 16 მილიონი ლარის ხარჯვას გეგმავს.

BMG-ის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტი თანხა - დაახლოებით, 2.3 მლნ ლარი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, წელს აშშ-ში იხარჯება, შემდეგ მოდის ჩინეთი - 1 064 000 ლარი. ერთ მილიონზე ოდნავ მეტი დაიხარჯება გერმანიაშიც - 1 050 000 ლარი.


გარდა ამისა, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ღვინის ეროვნული სააგენტო გეგმავს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას, რომლის კალენდარი განთავსებულია www.wine.gov.ge-ზე. გამოფენებზე მონაწილეობის ბიუჯეტი წელს 1 883 000 ლარია. ასევე, საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 860 100 ლარია გათვალისწინებული.

ცნობისთვის: „ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროგრამის“ ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდებოდა. 2020 წელი - 9,24 მლნ ლარი, 2021 წელი - 8,5 მლნ ლარი, 2022 წელი - 12 მლნ ლარი, 2023 წელი - 14 მლნ ლარი; 2024 წელი - 16 მლნ ლარი.

საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ორგანიზებას უკეთებს დეგუსტაციებს, კონკურსებს, საერთაშორისო ღვინის კონფერენციებს, გამოფენების და მედია-ტურების ჩატარებას. მარკეტინგული აქტივობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: რეგიონები, სადაც საქართველოს, როგორც ქვეყნის და შესაბამისად ქართული ღვინის ცნობადობა არის დაბალი და რეგიონები, სადაც ცნობადობა არის მაღალი, მაგრამ საჭიროა ლოიალური სეგმენტის ზრდა.

news მომზადებულია BMG-ის და "მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის" თანამშრომლობით, პროექტის - "მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით“ - ფარგლებში. დონორი - აშშ-ის საელჩო საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები