მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾38 000-ის 1 კგ-მდე ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ - RS

ვერცხლი

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - "წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული - 9 038 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 38 289 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები