მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN RU TR
Loading data...

₾3.8 მილიონის რა პროდუქტი შექმნა Rothschild & Co-მ საქართველოს მთავრობისთვის? - კაკაურიძის პასუხი

დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ თუ რას აკეთებს აქტივების მმართველი კომპანია Rothschild & Co საქართველოსთვის. კომპანიასთან მრავალმილიონიანი ხელშეკრულება ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის დეკემბერში გააფორმა. კონტრაქტის მიხედვით,  Rothschild & Co-მ უნდა მოამზადოს სტრატეგია, რომელიც საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად გარდაქმნაში დაეხმარება. კომპანიის დაქირავებიდან თითქმის 2 წელი გადის, თუმცა, ჯერჯერობით, მომზადებული დოკუმენტი არ ჩანს. სწორედ ამიტომ, დეპუტატმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ჰკითხა - რატომ ხარჯავს მთავრობა მილიონობით ლარს უცხოური კომპანიის დაქირავებაზე. ამასთან, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო სათუოს ხდის, რომ ქვეყანაში საერთაშორისო საფინანსო ჯგუფებმა მსხვილი ინვესტიციები განახორციელონ. 

“რომელი ფინანსური ჰაბი იქნება საქართველო? - დაანგრია ხელისუფლებამ ეროვნული ბანკი. ნდობა ნულამდე არის ჩამოსული. ეს არის ბლეფი, რომ აქ ფინანსური ჰაბი შეიქმნება და აქციებით და ბირჟებით ვაჭრობა გაჩნდება. ჰაბს აგვიშენებს კი არა, ორი ფურცელი დოკუმენტი ვერ დადო. თურმე გასულ 2022 წელს როტშილდების კომპანიისთვის, რომელსაც არაფერი გაუკეთებია გადაგიხდიათ 3.8 მილიონი ლარი. ახლა მითხარით თქვენ პროდუქტი. 3.8 მილიონი ლარის რა პროდუქტი შექმნა ამ საკონსულტაციო კომპანიამ? როგორ შეიძლება რაღაც იყიდო და ის ჰაერში არსებობდეს? თურმე წელს კიდევ 1.9 მილიონი ლარი გადაგიხდიათ, ამ წლის ბოლომდე კი გადაიხდით 5.9 მილიონ ლარს. როტშილდებს 8.7 მილიონი უნდა გადავუხადოთ არაფერში, მოვლენ და დადებენ 100-გვერდიან დოკუმენტს, უნდა ვცადო ანალოგიური დოკუმენტი ხელოვნურ ინტელექტს დავაწერინო. რომ დაიდება ეს დოკუმენტი მივცემ ბრძანებას ხელოვნურ ინტელექტს და ზუსტად ისეთივე დოკუმენტს დაგიგებთ 10 წუთში”, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

“როტშილდები დაასრულებენ მუშაობას და დადებენ დოკუმენტს. არ ვიცი თქვენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით რამდენად მსგავს შედეგს დადებდით. მთავრობის ადმინისტრაციას შეგიძლია გამოართვათ და ეს იქნება სრული დოკუმენტი რა უნდა იყოს სტრატეგია. ეს არ არის მხოლოდ დოკუმენტი, ეს არის ასევე შექმნილი ანალიზი და ამით გამოჩნდება რამდენად ღირდა ამ თანხების გადახდა”, - პასუხობს გიორგი კაკაურიძე.

BMG-იმ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, თუ როდის უნდა გახდეს აღნიშნული სტრატეგია ცნობილი.