მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾40 000-მდე დაფინანსება დამწყები სოციალური საწარმოებისთვის - CSRDG საგრანტო კონკურსს აცხადებს

CSRDG
24.04.24 15:43
349

ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს სასტარტო (Start-up) ეტაპზე მყოფი და/ან ახალი სოციალური საწარმოების დაფუძნების მსურველებისთვის.

კონკურსი ითვალისწინებს საგრანტო დაფინანსების გაცემას არაუმეტეს 15 000 ევროს ეკვივალენტით ლარში. განაცხადების მიღება ბოლო ვადა კი მიმდინარე წლის 20 მაისია.

კონკურსის მიზანია ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა - დამწყები საწარმოების როგორც ფინანსური, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერა, რათა განახორციელონ ინოვაციური იდეები, შექმნან მდგრადობაზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელის მქონე სოციალური საწარმო და ამ გზით, ხელი შეუწყონ, საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევის დაძლევას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დამწყებ სოციალურ საწარმოებს, რომელთა მიზანია: დასაქმების ხელშეწყობა; სოციალური სერვისების მიწოდება; მოწყვლადი რეგიონების/დასახლებული პუნქტების განვითარება; ზრუნვა რეციკლირების, გარემოს დაცვის, სპორტის, ხელოვნების, კულტურის, განათლების, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის, მეცნიერებისა და ინოვაციის მიმართულებით.

სააპლიკაციო განაცხადისა და კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: segeorgia.org.

პროექტის შესახებ

საგრანტო კონკურსი მიმდინარეობს პროექტის “თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის"ფარგლებში, რომლის მიზანია სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ეკოსისტემის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. პროექტს 2021 წლიდან, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ახორციელებს CSRDG. პროექტის წამყვანი განმახორციელებელი ორგანიზაციაა „Impact Europe“, ხოლო პარტნიორები: SILab Ukraine, EduHub, Ecovisio და Impact Hub Yerevan.

პროგრამის შესახებ

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) საქართველოში დაფუძნებული ერთ-ერთი პირველი სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელსაც ამ სექტორში წარმატებული საქმიანობის 29 წლიანი გამოცდილება აქვს. სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა CSRDG-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია სოციალური მეწარმეობის, როგორც ახალი მიდგომის განვითარება საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების სოციალური და ეკონომიკური ინკლუზიისთვის, საზოგადოებრივი და გარემოსდაცვითი გამოწვევების მოსაგვარებლად.

სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამას, დღემდე, 72 სოციალური საწარმოს დაფუძნებასა და გაძლიერებაში აქვს წვლილი შეტანილი, ხოლო გაცემული ფინანსური მხარდაჭერა 2 მილიონ ლარს აჭარებს. ჩვენს მიერ მხარდაჭერილი საწარმოების შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ჩვენ ვაკეთებთ ქართულ საქმეს! თუკი საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოგვეთხოვება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ რეგისტრაცია, შეუძლებელს გახდის ჩვენს საქმიანობას და ათასობით მოქალაქის მხარდაჭერას. ამ კანონის მიღება საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესს.

#არარუსულკანონს

#კიევროპას

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები