მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾5 მლნ  უსახური შენობების დემონტაჟისთვის - ქონების ეროვნული სააგენტო გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

უსახური შენობები

5 მლნ ლარი უსახური შენობების დემონტაჟისთვის - ქონების ეროვნული სააგენტო სამუშაოების ჩასატარებლად გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.

ჩასატარებელი ღონისძიება მოიცავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ შენობა-ნაგებობების დემონტაჟს, რომლებიც ამახინჯებს გარემოს ან/და სიცოცხლის/ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 20 დეკემბრამდე ჩატარდება.

დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით 471 ობიექტის დემონტაჟი, მათგან ყველაზე მეტი 174 უსახური შენობის დემონტაჟი იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოხდება. გურიაში 76 ასეთი შენობაა, კახეთში 54, სამეგრელო, ზემო სვანეთში - 65 და ა.შ

ნანგრევებად ქცეული, უსახური შენობები დემონტაჟის გადაწყვეტილება მთავრობამ ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში მიიღო. 27 თებერვალს მთავრობამ მუნიციპალიტეტებს მისცა უფლება, განახორციელონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის აუცილებელი სამუშაოები, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს ან პრობლემას ქმნიან უსაფრთხოების კუთხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები