მთავრობა რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის კომპენსირებას იწყებს. წელს საქართველოს რკინიგზა ამ მიზნით 8 მილიონ ლარს მიიღებს. ბიუჯეტიდან კომპენსირების დაწყებას იწონებს სარეიტინგო კომპანია Fitch-იც, რომელიც მიიჩნევს, რომ თუ მომავალში ამ მიმართულებით დახმარება გაფართოვდება, ეს კომპანიის საკრედიტო რეიტინგზეც შესაძლოა დადებითად აისახოს. რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით განისაზღვრა წელს 8 მლნ ლარის კომპენსაცია, რა სქემით მოხდება „საქართველოს რკინიგზისთვის“ ამ თანხის გადახდა და რა ვალდებულებები აიღო სახელმწიფო კომპანიამ.