შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა გელაძე სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა. ინფორმაციას კორპორაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამეთვალყურეო საბჭო, კორპორაციის წესდების თანახმად, სამი წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორაციის საქმიანობაზე და მონაწილეობას იღებს მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში.
„გელა გელაძეს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობები. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშვნამდე იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა“, - აღნიშნულია ნავთობისა და გაზის კორპორაციაში.
























