მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გელა გელაძე სუსის ხელმძღვანელი გახდა

გელა გელაძე

85 მომხრე 12 წინააღმდეგი - "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე გელა გელაძის კანდიდატურა დაამტკიცა.

კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტი სუსის უფროსს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მოქმედმა ხელმძღვანელის მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეწყდა.

გელა გელაძის სამუშაო გამოცდილება:

  • 2025 წლის 5 აპრილიდან 28 მაისამდე - სუსის მოადგილე
  • 2024 წლის 3 დეკემბრიდან 2024 წლამდე იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე
  • 2024-2024 წლებში - შს მინისტრის მოადგილე
  • 2023 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე
  • 2018 - 2023 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი
  • 2016-2018 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, სამმართველოს უფროსი
  • 2012-2016 – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე
  • 2010-2012 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე
  • 2008-2010 – შპს „ელიზი ჯგუფის“ დირექტორი
  • 2007-2008 – საქართველოს იუსტიცის სამინისტროს გენერალური ინსპექცია – მრჩეველი
  • 2007 – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის დეპარტამენტი – მრჩეველი
  • 2005-2006 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე
  • 2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ზედამხედველი
  • 2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი
  • 2004-2005 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი
  • 2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის საგამოძიებო სამსახური გამომძიებელი
  • 2004 – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალური ინსპექციის მრჩეველი
  • 2001-2004 – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე
  • 1999-2001 – საქართველოს პროკურატურა – სტაჟიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები