მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გელოვანის გამზირისა და მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზა მაისში გაიხსნება - კალაძე

642aad40b204c
BM.GE
03.04.23 14:40
1586
მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა აპრილის ბოლოს დასრულდება. ამ დროისთვის, ახალი საავტომობილო გზის მიმდებარედ დასრულებულია ხიმინჯოვანი რკინა-ბეტონის კედლების მშენებლობა და გზის სავალ ნაწილზე ბეტონის საფარი ეწყობა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მიმდინარე და შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება. გარკვეული სირთულეები იყო პროექტის განხორციელების დროს, რადგან ამ სივრცეში არის მეწყრული ზონები. დაახლოებით 9 კერა იყო, თუმცა, ყველა დამუშავებულია და უსაფრთხოება ყველანაირად დაცულია. რაც შეეხება სამუშაოების დასრულებას, აპრილის ბოლოს საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგებული იქნება, დაიწყება ღამის განათების ბოძების მონტაჟი და ვფიქრობ, რომ მაისის შუა რიცხვებიდან ამ გზის გახსნა შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის გამზირების დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის ივლისში დაიწყო და კონტრაქტით 210 კალენდარული დღის ვადაში უნდა დასრულებულიყო, თუმცა არაერთხელ გადავადდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები