მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gemini-ს შემქმნელ დემის ჰასაბის AI სტარტაპმა Isomorphic Labs-მა $5 მილიარდი მოიზიდა

დემის ჰასაბისი
სტატიაში საუბარია:

Google DeepMind-ის ყოფილი ხელმძღვანელის, დემის ჰასაბისის მიერ დაფუძნებულმა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა Isomorphic Labs-მა C სერიის საინვესტიციო რაუნდში $5 მილიარდი მოიზიდა.

კომპანიის განცხადებით, საინვესტიციო რაუნდს Greenoaks-მა და Sequoia Capital-მა უხელმძღვანელეს, პროცესში კი Andreessen Horowitz-ი და Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ი მონაწილეობდნენ.

მოზიდულ კაპიტალს სტარტაპი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახალი მედიკამენტების შექმნასა და განვითარებას მოახმარს.

ინფორმაციისთვის, დემის ჰასაბისმა Google-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის, DeepMind-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა სამ-ნახევარი თვის წინ დატოვა. აღსანიშნავია, რომ ჰასაბისი ამ ლაბორატორიის თანადამფუძნებელიც იყო.

მან განაცხადა, რომ ახალი ინვესტიცია კომპანიას ფუნდამენტური ბიოლოგიური მოდელების შექმნასა და სისტემური დაავადებების უკეთ შესწავლაში დაეხმარება. ჰასაბისის განმარტებით, მოზიდული რესურსი სტარტაპს პირველი თერაპიული პროგრამების კლინიკურ კვლევებამდე მიყვანის საშუალებასაც მისცემს.

ცნობისთვის, Isomorphic Labs-მა ბოლო საინვესტიციო რაუნდი მიმდინარე წლის მაისში გამართა და მაშინ B სერიის ფარგლებში $2.1 მილიარდი მოიზიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები