მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გენადი არველაძემ აშშ-ში საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრა

5e3492b093a0e
BM.GE
01.02.20 00:47
832
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და აშშ-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატის (USACC) საინფორმაციო შეხვედრაში აშშ-ის კომერციული დეპარტამენტის სერთიფიცირებული სავაჭრო მისიის შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის 5-10 აპრილს საქართველოსა და აზერბაიჯანში გაიმართება.

მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და საქართველოს დესპანმა აშშ-ში გიორგი ციკოლიამ სტუმრებს საქართველოს პოტენციალი გააცნეს, რომელიც ამერიკულ კომპანიებს ხელსაყრელ საგადასახადო გარემოს და ევროკავშირში, თურქეთში, დსთ-სა და ჩინეთში თავისუფალ ვაჭრობაზე წვდომას სთავაზობს. აზერბაიჯანის მხრიდან მოხსენება გააკეთა შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ანარ ქარიმოვმა.

ვაშინგტონში დაფუძნებული ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭო და აშშ-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატა აშშ-ის კომერციულ დეპარტამენტთან ერთად რეგულარულად აწყობს ამერიკის სერთიფიცირებულ სავაჭრო მისიას საქართველოსა და აზერბაიჯანში დაინტერესებული ამერიკული კომპანიებისათვის. სავაჭრო მისიის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია მიიღონ კერძო ბიზნესის შესაძლებლობზე; გაეცნონ სამთავრობო პროექტებს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით; შეხვდნენ ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს, ადგილობრივი, აშშ-სა და გლობალური კომპანიების ლიდერებს; მოიძიონ და გაეცნონ ახალ შესაძლო პარტნიორებს, მომხმარებლებს, სამთავრობო შესყიდვების წარმომადგენლებსა და აგენტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები