ოლიმპიური ჩემპიონი და აწ უკვე "ქართული ოცნების" დეპუტატი, გენო პეტრიაშვილი გამოდის ინიციატივით, უმაღლესი ჯილდო გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის გვერდში დგომისთვის.
"მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო „ქართუ ფონდს" და ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ძალიან დიდი შრომა და თავდადება გასწია ჩვენი სპორტის განვითარებისთვის და ხომ არ აჯობებდა, უმაღლესი ჯილდო გადაგვეცა ამ თავდადებული კაცისთვის სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის ასე გვერდში დგომისთვის", - თქვა გენო პეტრიაშვილმა პარლამენტის 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.