მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეოგრაფიული არეალის გაფართოება, ტრენინგები, ახალი პროგრამა - რა გეგმები აქვს "გრინვეის" მიმდინარე წელს?

გრინვეი

მიმდინარე წელს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ვგეგმავთ, მათ შორის ჩაეშვება ახალი საოპერაციო პროგრამა, რომელიც მომხმარებელს „გრინვეისთან“ კომუნიკაციას გაუმარტივებს, - ამის შესახებ "გრინვეის" დირექტორმა, ვახტანგ ებიტაშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.

„2024 წელს ძალიან პოზიტიურად ვხვდებით, მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენს სტრატეგიას მივყვეთ და 2024 წლის მეორე ნახევრიდან ჩვენ დავიწყებთ უკვე აქტიურად ტრენინგებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სტრატეგიული მიმართულებაა გეოგრაფიული არეალის გაფართოება და ამ მიმართულებით, იმ ტერიტორიებზე, სადაც არის ე.წ. ბუფერული ზონებია, იმ უბნებში იქნება წარმოდგენილი „გრინვეი“. ამ შემთხვევაში აქცენტი გვაქვს თბილისზე.

წელს უკვე პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ ახალ საოპერაციო პროგრამის ჩაშვებას, რომელიც იქნება ჩვენი ევროპელი პარტნიორების და ლოკალური ბაზრის საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული. ეს პროგრამა მოგვცემს შესაძლებლობას, ნებისმიერმა ჩვენმა მომხმარებელმა მოახდინოს ნებისმიერ ცენტრში, ნებისმიერ დროს ტექინსპექტირების დაჯავშნა. ამავე პროგრამის მეშვეობით შემახსენებელი SMS მოუვათ მოქალაქეებს იმ პერიოდულობით, რა პერიოდულობითაც მათ სურთ შეხსენება, რომ ტექინსპექტირება არის გასავლელი“, - განაცხადა ვახტანგ ებიტაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები