მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეოპოლიტიკური კურსის ცვლილება & ეკონომიკა, არჩევნები ევროპარლამენტში 2024

საქართველოს პოლიტიკური სისტემა და ეკონომიკაც არსებობის სრულიად ახალ რეალობაში შედის.მივედით იქამდე, რომ სახელმწიფო სისტემა და აპარატი დადგა მორიგი უმძიმესი გამოწვევის წინაშე, რომლის ანალოგიც დამოუკიდებელ საქართველოს არსებობის მანძილზე არ ჰქონია და შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვების პირველი ნაკადი არის ამ უმძიმესი რეალობის პრელუდია, რომელიც მოასწავებს, რომ შესაძლოა აღნიშნული სანქციები ტრანსფორმირდეს აქტივების ანუ ქონების, და ფინანსურ ანუ დოლარის სივრციდან ჩახსნის პერსპექტივას. აღნიშნულს, დიდი ალბათობით გამოეხმაურება კიდევ ორი პოლიტიკური ცენტრი - ევროკავშირიდან დაბრექსიტებული დიდი ბრიტანეთი, რომელიც როგორც წესი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ტანდემშია ასეთ გადაწყვეტილებებში, და ოფიციალური ბრიუსელი, რომელიც შეკრებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ამ თვის ბოლოს, სადაც გაჟღერდება საქართველოს მიმართ დამოკიდებულების სრული შინაარსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები