George Grey Winery-ს ფერადი ღვინის Shade-ს პირველი საექსპორტო ქვეყანა უკრაინაა.
კომპანიის მიზანია მომხმარებელს ყოველწლიურად ახალი სახეობის ფერადი ღვინო შესთავაზოს. წელს George Grey Winery-ს ფერადმა ღვინოებმა Shade-ს სახელით ახალი, იასამნისფერი ღვინო ჩამოასხა.
კომპანიის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ წელს კომპანიამ ფერადი ღვინო მცირე მოცულობებით ექსპორტზე უკრაინაში გაიტანა.
„ჩვენ სხვადასხვა ფერის ღვინოს ვაწარმოებთ და ეს პროცესი არ შეწყდება. ყოველწიურად ბაზარს ამ ხაზით ახალი სახეობის ღვინოს შევთავაზებთ. წელს ეს დაპირება იასამნისფერი ღვინის წარმოებით შევასრულეთ, რომელიც ცისფერი და მწვანე ღვინისგან იმით განსხვავდება, რომ ის მშრალია“, - აღნიშნავს გიორგი რუხაძე და დასძენს, რომ მომავალ წელს ამ ბრენდის ღვინოების საექსპორტო ბაზრების ექსპანსიაზე მუშაობა გაგრძელდება.
დღეს Shade-ს ბრენდის ქვეშ George Grey Winery 15 000 ბოთლ ფერად ღვინოს აწარმოებს. თითოეული ბოთლი დანომრილია. ბოთლის გასაყიდი ფასი თაროზე კი 56 ლარია.