მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Georgian Airways-ი ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს - ბილეთის ღირებულება 418 ლარია

ჯორჯიან ეარვეისი

TAV Georgia-ს ინფორმაციით, 25 ივნისიდან ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ავიაკომპანიის საიტზე ბათუმის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და ერთი გზა ბილეთის ფასი 418 ლარს შეადგენს.

TAV Georgia-ს ცნობითვე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება.

ამ დროისთვის 17:30 წუთისთვის ერთი გზა ბილეთის საწყისი ღირებულება 342 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები