COVID-19-ის ფონზე დაწესებული რეგულაციებისა და ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო ავიაკომპანია Georgian Airways-ი ნოემბერში ფრენების შემცირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, Georgian Airways-მა ნოემბერში დაგეგმილი შემდეგი რეისები გააუქმა:
22 ნოემბერი - თბილისი-ვენა-თბილისი - გაუქმებულია;
18, 25 ნოემბერი - თბილისი-ბერლინი-თბილისი - გაუქმებულია;
13, 20, 27 ნოემბერი - თბილისი-პარიზი-თბილისი - გაუქმებულია.
"დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს სალაროებსა და გაყიდვების ოფისებს. გადაჯავშნა, ან ვაუჩერის მოთხოვნა შესაძლებელია შემდეგ მეილებზე: [email protected] , [email protected].
ბოდიშს გიხდით გამოწვეული დისკომფორტისთვის!", - აღნიშნულია Georgian Airways-ის განცხადებაში.
























