ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისიდან მოსკოვის შემდეგ სანქტ-პეტერბურგში ფრენებს იწყებს.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. პირდაპირი რეისები 10 დეკემბრიდან დაიწყება. Georgian Airways ავიარეისებს კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და კვირას შეასრულებს.
ამ დრომდე ავიაემბარგოს მოხსნის შემდეგ „აირზენა“ მხოლოდ მოსკოვის მიმართულებით დაფრინავდა. რუსეთის მხრიდან ავიარეისებს Azimut Airlines-ი და Red Wings ასრულებენ.
BM.GE ავიაკომპანიაზე დამატებითი მიმართულებით ფრენების ნებართვის გაცემის შესახებ ინფორმაციისთვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიმართა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.