მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways მოსკოვიდან ნიცაში, თბილისის გავლით ფრენებს იწყებს

64a51bf37e9f2
მარიამ ვარადაშვილი
05.07.23 11:37
1526
რუსული გამოცემა RBK წერს, რომ Georgian Airways ნიცის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს იწყებს. კერძოდ, ავიაკომპანია ვნუკოვოს აეროპორტიდან თბილისის გავლით ნიცაში ტრანზიტულ ფრენას შეასრულებს.

Georgian Airways-მა თბილისი-ნიცას მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. მოსკოვის აეროპორტიდან ნიცის მიმართულებით თბილისში ტრანზიტის ჩათვლით ბილეთის ფასი 400 ევროდან იწყება.

ავიაკომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა ჯერ კიდევ მაისის ბოლოს განაცხადა, რომ ტრანზიტული ფრენების დაწყებას გეგმავს, რაც რუსეთის მოქალაქეებს თბილისის გავლით ევროპაში მოხვედრის საშუალებას მისცემს. ტრანზიტულ ფრენა ტექნიკურად გულისხმობს მგზავრების თბილისის აეროპორტში ჩამოყვანას, ვიზის ფლობის შემთხვევაში კი ევროპის ქალაქების მიმართულებით გაფრენას. ამ ტიპის ფრენის შესრულებას სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებისგან სპეციალური ნებართვა არ სჭირდება.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ. ამ დროისთვის მოსკოვი-თბილისის რეისზე ფრენების შესრულების ნებართვა ორ რუსულ და ერთ ქართულ ავიაკომპანიას აქვს. Georgian Airways თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებს 20 მაისიდან ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები