Georgian Airways-მა თელ-ავივის მიმართულებით ფრენა დღეს შეასრულა. როგორც bm.ge-ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უთხრეს, გუშინ გადადებული რეისი ავიაკომპანიამ დღეს დილით, 07.25 საათზე შეასრულა. ავიარეისი გუშინ უნდა შესრულებულიყო, თუმცა გადაიდო.
რაც შეეხება სხვა ისრაელურ ავიაკომპანიებს, Israir, Arkia და El-al. ამ ეტაპზე ფრენების გაუქმების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის.
ინფორმაციისთვის, ადგილობრივი მედიის ცნობით, საერთაშორისო ავიაკომპანიების ნაწილმა ისრაელშიო ფრენები შეწყვიტა.