მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian mushroom company-ი საწარმოს აშენებას გეგმავს

61c5cc755a0a1
მარიამ იზორია
24.12.21 23:47
850
Georgian mushroom company-ი, რომელიც სოკოს რამდენიმე უნიკალური სახეობის, მათ შორის ხარისფაშვას, დათვის სოკოსა და ძაბრა სოკოს კრეფითა და მათი რესტორნებში რეალიზაციით არის დაკავებული, მცირე საწარმოს აშენებას გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა მიხეილ სამხარაძემ bm.ge-ს განუცხადა, ტყეში მოპოვებულ პროდუქტს ამ დროისთვის სახლის პირობებში გადაამუშავებენ, მცირე საწარმოს დახმარებით კი არასეზონურ პერიოდში ნედლი სოკოს მიწოდებასაც და გარკვეული ველური ჯიშების მოყვანასაც შეძლებენ.

“ჩვენ რესტორნებში ისეთი სახეობის სოკოები შეგვაქვს, რომლებიც აქამდე არ შედიოდია, განვითარებულ ქვეყნებში კი ისინი ბევრი რესტორნის მენიუშია და ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ტურისტებსაც იზიდავს. საქართველოში ეს მიმართულება სათანადოდ განვითარებული არ არის, ჩვენი კომპანიის მიზანია სოკოს შეგროვებისა და გასაღების ბაზარი უკეთ ორგანიზდეს, ისე, რომ სარგებელი რეგიონულ მოსახლეობასაც მოუტანოს. ჯერ კიდევ უამრავი სოკოა ამოსაცნობი და შესასწავლი, ჩვენი მოსახლეობა კი მხოლოდ 10-12 სახეობას იცნობს. რაც შეეხება ჩვენი კომპანიის ოპერირებას, ეს სეზონი ჯერ სატესტო იყო და მხოლოდ რამდენიმე ქილა პროდუქტი და რამდენიმე კილოგრამი სოკო გავყიდეთ, სამომავლოდ გვინდა უწყვეტი მომარაგების სისტემა შევქმნათ, რათა მომხმარებელს ნედლი სოკო მივაწოდოთ, სეზონის დასრულების შემდგომ კი ხმელი სოკო და მარინადები შევთავაზოთ”, - ამბობს მიხეილ სამხარაძე.

ინფორმაციისთვის, Georgian mushroom company-ი ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ ტყის სოკოებით რესტორნების მომარაგებასთან ერთად გარკვეული სახეობები გაახმო, მარინადებიც აწარმოა და მომხმარებელს საკუთარი რეცეპტით მომზადებული პროდუქტი შესთავაზა. სამომავლოდ საწარმოს გახსნასთან ერთად სოკოს მოყვარულთა კურსების შეთავაზებაც იგეგმება, რათა სოკოს კრეფისას მოწამვლის რისკები შემცირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები