მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GEORGIAN PRODUCTS-ი ცხოველებისთვის თევზის საკვების წარმოებას იწყებს

619b89d74cb62
მარიამ იზორია
23.11.21 00:30
899
ცხოველების ავეჯის და საკვების მწარმოებელი ქართული კომპანია GEORGIAN PRODUCTS-ი 2022 წლიდან ცხოველების საკვების წარმოებას ახალ ხაზს - ქართული თევზის პროდუქტსა და ვეგეტარიანულ ხაზს დაამატებს. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა დავით ბარდაველიძემ განუცხადა.

მისი თქმით, თევზსა და ბოსტნეულზე ევროკავშირის სერტიფიკატის მიღება შედარებით მარტივია, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში შავი ზღვის თევზი დაშვებულია.

ამასთან, როგორც დავით ბარდაველიძე აღნიშნავს, 100%-ით ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანია ახალ პროდუქტსაც ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდის.

„წარმოებას 2022 წელს დავიწყებთ; ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებზე ვართ ორიენტირებულები, თევზიც და ბოსტნეულიც ამის შესაბამისად შეირჩა; იქედან გამომდინარე, რომ შავი ზღვის თევზი ევროკავშირის ბაზარზე დაშვებულია, სერტიფიკატის მოპოვებაც უფრო მარტივია. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, პროდუქტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდება; ქართულ ბაზარზეც თუ მოთხოვნა იქნება, თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად ვართ, მაგრამ სამწუხაროდ, აქ ინტერესი ძალიან მცირე რაოდენობაზეა, რაც ჩვენთვის მისაღები არ არის”, - განმარტავს GEORGIAN PRODUCTS-ის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები