მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Wings-მა თბილისი - კიშინაუს მიმართულებით საინაუგურაციო ფრენა შეასრულა

BAG
26.02.24 16:09
352

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულებამ Georgian Wings-მა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მოლდოვას, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი, რეგულარული ფრენა შეასრულა.

პირველი რეგულარული ფრენის ღონისძიება, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ვითარებაში წარიმართა.

ღონისძიებას, როგორც Georgian Wings-ის ხელმძღვანელი, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვას რესპუბლიკაში ლევან დიასამიძე, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტის და Georgian Wings-ის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Georgian Wings-ის პრეზიდენტის ბატონი შალვა კიკნაძის განცხადებით "ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი იწყებს ახალ მიმართულებას თბილისი-კიშინაუ-თბილისი კვირაში 2 სიხშირით, გადაწყვეტილება იქნა მიღებული კიშინაუს მიმართულებით ფრენების დაწყების თაობაზე, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, აღნიშნული ფრენა უფრო დააახლოებს

საქართველოსა და მოლდოვას და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის ზრდას“.

„ვულოცავთ ჩვენს წევრ კომპანია „Georgian Wings”-ს ახალ ფრენას კიშინაუს მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესის განვითარებისა და ოპერირების არეალის გაფართოების, ასევე ქვეყნებს შორის ტურისტული პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით. ვფიქრობ, მსგავსი სიახლეები პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

Georgian Wings-ი დღეიდან ფრენებს თბილისი-კიშინაუ-თბილისის მიმართულებით, ყოველ სამშაბთს და შაბათ დღეს, რეგულარულად კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.

ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდის მეშვეობით georgianwings.com, ასევე ავიასალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები