მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია ბათუმში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციისთვის €55 მლნ-ს გამოყოფს

638f1d67042e4
BM.GE
07.12.22 09:00
1123
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი დღეს, 2022 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობასთან, ხელს მოაწერს დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც ევროს ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის მე-5 ფაზისათვის 55 მილიონის გამოყოფას ითვალისწინებს.

ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.

"პროექტის ფარგლებში 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბათუმში წყლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვითარდებოდა, რისთვისაც დღემდე დაახლოებით 138 მილიონი ევროა გამოყოფილი.

შედეგად 200.000-ზე მეტ ადამიანს, რომლებსაც ადრე დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ წვდომა სასმელ წყალზე, ახლა ჰიგიენურად უსაფრთხო სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდება. თანამედროვე წყალარინების ქსელისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შედეგად კანალიზაციის წყლები პროფესიონალურად გაედინება და იწმინდება. ასევე ახალი სანიაღვრე სისტემისა და წვიმის წყლის სატუმბი სადგურის წყალობით საგრძნობლად შემცირდა ქალაქის ცენტრის დატბორვის საფრთხე. სანაპიროსთან დელფინებიც კი გამოჩნდნენ, რაც წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტყველებს.

დაფინანსების ახალი შეთანხმების შედეგად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბათუმის მზარდი მოსახლეობის სასმელი წყლით გაუმჯობესებული მომარაგება. განხორციელდება სასმელი წყლის ძველი გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების. წყალარინების გამწმენდი ნაგებობა გაფართოვდება და აღიჭურვება შლამის დამუშავებისა და საკვები ნივთიერებების ელიმინაციის სისტემებით.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა KfW-ის მეშვეობით პროექტისათვის გამოყოფს 53 მილიონი ევროს ოდენობის სესხს და ასევე 2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს თანმხლები ღონისძიებებისთვის მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანია „ბათუმის წყლის“ ხელშეწყობის მიზნით", - წერია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები