მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია COVID-ვაქცინაციის ყალბ სერტიფიკატებს ბრძოლას უცხადებს

60ba207c755ae
ნათია თაქთაქიშვილი
04.06.21 20:26
950
გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შეიქმნება სპეციალური გუნდი, რომლის მიზანიც შავ ბაზარზე გაყიდული ყალბი COVID-ვაქცინაციის სერტიფიკატების ამოღება იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გერმანიის პოლიციის ცნობით, ყალბი COVID-სერტიფიკატების შეძენა სოციალურ ქსელ Telegram-ის მესენჯერის საშუალებით ხდება, ხოლო ანგარიშსწორების საშუალებად კრიპტოვალუტაც გამოიყენება.

BBC-ის ცნობით, ყალბი COVID-ვაქცინაციის სერტიფიკატების შეძენა დაახლეობით 100 ევრო ღირს. მოთხოვნა აღნიშნულ დოკუმენტზე მას შემდეგ გაიზარდა, რაც ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ კოვიდ-პასპორტების გაცემა დაიწყო. ამ ქვეყნებს შორის არიან ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია, გერმანია, საბერძნეთი, ხორვატია და პოლონეთი.

გამოცემის მიხედვით, გერმანიაში ამჟამად ზრდასრული მოსახლეობის 44%-ია აცრილი, მათ შორის 18%-მა COVID-ვაქცინის ორივე დოზა მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები