გერმანული საავტომობილო კონცერნის, Volkswagen-ის მმართველთა საბჭომ 2031-2034 წლებში ქვეყნის მასშტაბით ოთხი ქარხნის ეტაპობრივად დახურვის წინადადება წარადგინა.
ამ ინიციატივის შესახებ გერმანული გამოცემა WirtschaftsWoche სამეთვალყურეო საბჭოს შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით იტყობინება. ამ გეგმის მიხედვით, ემდენისა და ცვიკაუს საწარმოებში წარმოება 2031 წელს შეწყდება. ამასთან, საწარმოო პროცესის შეჩერება 2032 წელს ჰანოვერის, 2034 წელს კი ნეკარსულმის ქარხნის დახურვით გაგრძელდება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Volkswagen-ის სამეთვალყურეო საბჭო აღნიშნულ წინადადებას უახლოეს პარასკევს დაგეგმილ სხდომაზე ოფიციალურად განიხილავს.




























