გერმანია ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხო და შეუფერხებელი აღდგენის უზრუნველსაყოფად ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ბერლინი საერთაშორისო მისიაში საკუთარი წვლილის შეტანას აპირებს. როგორც ირკვევა, აღნიშნული საკითხი პარიზში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე დეტალურად განიხილება. შეხვედრას ფრიდრიხ მერცი, ემანუელ მაკრონი, კირ სტარმერი და ჯორჯა მელონი დაესწრებიან.
აღსანიშნავია, რომ კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა სამხედრო მისიაში მონაწილეობისთვის რამდენიმე წინაპირობაც დაასახელა. როგორც ირკვევა, გერმანია პროცესში ჩართვას მხოლოდ სტაბილური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემთხვევაში გეგმავს. ამასთან, ბერლინი გაეროსაგან მანდატის მიღებას მოელის და ბუნდესტაგისაგან მხარდაჭერას ითხოვს.




























