მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია საქართველოს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე მხარს უჭერს - საელჩო

62701960781df
თამთა ჯიჯავაძე
02.05.22 21:54
987
გერმანია საქართველოს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე მხარს უჭერს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში გერმანიის საელჩო "ფეისბუქზე" ავრცელებს.

განცხადებაში ნახსენებია უკრაინაც და მოლდოვაც.

"2022 წლის 28 აპრილს გერმანიის პარლამენტმა (ბუნდესთაგმა) მიიღო რეზოლუცია „დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება“. მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისათვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით ბუნდესთაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდაჭერას „მათ ევროპულ გზაზე“. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს", - აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ უკვე შეავსო.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, რომელიც 33 თავს და 2300-მდე კითხვას აერთიანებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია, კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირს დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდოს და ამისთვის უწყებები ძალისხმევას არ დაიშურებენ.

როგორც ცნობილია, შევსებული კითხვარის მიღების შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები