"გერმანიაში ბუნებრივი აირის მოხმარება 2030 წლამდე 3%-დან 7%-მდე შემცირდება, 2025 წლის მაჩვენებლებთან შედარებით", - ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია McKinsley-ის მკვლევრების საუბრობენ.
როგორც McKinsley-ის ანგარიშშია აღნიშნული, კომპანიამ, ისევე როგორც ეკონომიკის სამინისტრომ, გრძელვადიანი პროგნოზები შეამცირეს, რადგან მოსალოდნელია ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადართვის ტემპის შემცირება და გათბობისთვის ბუნებრივ აირზე მოთხოვნის ზრდა.
Reuters-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროპის უდიდესი ეკონომიკა ამჟამად ენერგეტიკულ გზაჯვარედინზე დგას. მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ განახლებად წყაროებზე დამოკიდებულება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ქვეყნის კონსერვატიული მთავრობისგან მოსახლეობა ენერგოტრანზიციის განახლებულ გეგმას ელის. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ 1 იანვრიდან უკრაინამ რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერე, ევროპა კი აქტიურად გადაეწყო თხევადი ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროებიდან იმპორტზე.
McKinsley-ის გამოთვლებით, 2030 წელს გერმანიაში ბუნებრივი აირის მოხმარება, მიმდინარე წლის 740 ტერავატიდან, 690-720 ტერავატ/საათამდე დაეცემა. ამასთან, გაზის მოხმარების 45% ოჯახებსა და ბიზნესებზე მოდის, 30% ინდუსტრიულ წარმოებაზე, 25% კი - ელექტროსადგურებზე.
როგორც McKinsley-ის დიუსელდორფის ოფისის წარმომადგენელი აღნიშნავს, გერმანია ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებას იმაზე დიდხანს შეინარჩუნებს, ვიდრე აქამდე იყო მოსალოდნელი. მისივე თქმით, თხევად გაზზე გადართვა და, შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნა, პროდუქტის ფასებზეც მოახდენს გავლენას.