გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს შპანის გადაწყვტილებით, ქვეყნის ჯანდაცვის პერსონალი ბონუსის სახით, 1,500 ევროს მიიღებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამედიცინო პერსონალისთვის სახელფასო დანამატის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღას უკავშირდება. საავადმყოფოების პერსონალისთვის ბონუსების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 450 მილიონი ევროს გამოყოფაა დაგეგმილი.
როგორც გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, კორონავირუსის მეორე ტალღა სამედიცინო დაწესებულებებისთვის გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე - პირველი. პრემიას 1,038 კლინიკის პერსონალი მიიღებს და მისი გაცემა ივნისის ბოლოს დასრულდება.
შეგახსენებთ: გერმანიაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 2,291,441 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 62,128 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა 2,041,300 ადამიანი.