მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში მზის პანელების დადგმული სიმძლავრე 2024 წელს 35%-ით გაიზარდა

მზის პანელები

გერმანიაში მზის პანელების დადგმული სიმძლავრე 2024 წლის პირველ ოთხ თვეში წლიურად 35%-ით გაიზარდა, რასაც ინდუსტრიული თუ კომერციული მოთხოვნის ზრდამ შეუწყო ხელი - ამის შესახებ Reuters-ი მზის ენერგიის ასოციაცია BSW-ზე დაყრდნობით წერს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და გერმანიაში რუსული საწვავის იმპორტის შემცირების შემდეგ, ბერლინმა ახალი კანონმდებლობა შეიმუშავა, რომლის მიზანიც მზის ენერგიის სწრაფი ექსპანსია იყო - გერმანიის საბოლოო მიზანი 2030 წლისთვის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 80%-ის განახლებადი რესურსებიდან დაფარვაა, 2045 წლისთვის კი კლიმატნეიტრალურობის მიღწევა.

მზის ელექტროსადგურების დადგმული მოცულობა წლის პირველ მესამედში 5 გიგავატით გაიზარდა - გერმანული ბიზნესების 56%-მა და უძრავი ქონების მფლობელთა 60%-მა მზის პანელების სისტემათა მოსაწყობად სოლიდური ინვესტიცია გაიღეს.

BSW ასოციაციის თქმით, წელს გერმანიაში მზის ენერგიის დადგმული მოცულობის ორნიშნა ზრდას ელოდებიან, რათა მზის ენერგიის გენერაცია 2030 წლამდე, წლიურად 215 გიგავატამდე გაიზარდოს.

2024 წლის პირველ 4 თვეში კომერციულ ნაგებობებზე დამონტაჟებული მზის პანელების მოცულობა 81%-ით გაიზარდა, ღია სივრცეებში კი - 74%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პარალელურად, სამოქალაქო სექტორში ახალი ინსტალაციების რაოდენობა მხოლოდ 1%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები