მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში - ჰუბერტ ქნირშს პიტერ ფიშერი ჩაანაცვლებს

62dd7567d1b46
თამთა ჯიჯავაძე
24.07.22 20:35
2415
გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს პიტერ ფიშერი შეცვლის. ამის შესახებ ფიშერმა „ტვიტერზე“ თავად დაწერა.

„ახალი ამბავი: აგვისტოს ბოლოს, მარია და მე თბილისში გადავდივართ, სადაც მე მექნება პატივი საქართველოში გერმანიის ელჩის პოზიცია დავიკავო. თვალი ადევნეთ ამ სივრცეს“, - წერს ფიშერი.

ცნობისთვის, ჰუბერტ ქნირში საქართველოში გერმანიის ელჩად 2018 წლიდან მუშაობდა.

რაც შეეხება ფიშერს, ის 1986 წლიდან დიპლომატიურ თანამდებობებს იკავებს. მისი კარიერა ძირითადად გერმანიის მიერ სხვა ქვეყნებთან ეკონომიკურ თანამშრომლობას უკავშირდება. ის სხვადასხვა დროს იკავებდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მთავარი ეკონომისტის, ასევე საერთაშორისო გარემოსდაცვითი პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შემდეგ კი ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის, ექსპორტის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს. ნამუშევარი აქვს სხვადასხვა ქვეყანაში დიპლომატიური მისიით. ბოლოს მას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ელჩის პოსტი ეკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები