მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში ირაკლი კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.

გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა უმასპინძლა.

ირაკლი კობახიძისა და ოლაფ შოლცის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები