მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გერმანიის განათლების სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა შეაჩერა - ელჩი

გერმანიის ელჩი

გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი X-ზე წერს, რომ გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა გაყინა.

"გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება გაყინა. მათ შორის სტუდენტთა მობილობა, კვლევა და საქართველო ევროკავშირის პროგრამებში. ამის მიზეზია საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება", - წერს ელჩი.

პიტერ ფიშერის თქმითვე, ამ ეტაპზე გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო აგრძელებს თითქმის ერთი მლნ ევროს მოცულობის დაფინანსებას.

"ასევე ჯერჯერობით გავლენა არ იქნება ჩვენს სასტიპენდიო პროგრამებზე მაგალითად DAAD-ზე, თუმცა გერმანია აკვირდება და გადახედავს საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს", - წერს ელჩი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები