მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის ინდუსტრიას შესაძლებლობა აქვს 2050 წლისთვის კლიმატურ ნეიტრალიტეტს მიუახლოვდეს - საჭიროა €52 მილიარდი

6449282484d98
სალომე ხიდურელი
27.04.23 00:05
853
გერმანიის ინდუსტრიას შესაძლებლობა აქვს 2050 წლისთვის კლიმატურ ნეიტრალიტეტს მიუახლოვდეს, თუ ამაში €52 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს - ინფორმაციას Reuters-ი Allianz Trade-ის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“გერმანიაში ენერგიის წარმატებული ცვლილებისა და კლიმატთან დაკავშირებული მიზნების მიღწევისთვის მეწარმეობის სექტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია”, - ამბობს Allianz Trade-ის ეკონომისტი მარკუს ზიმერი.

სექტორები, რომლებსაც ყველაზე დიდი ინვესტიცია დასჭირდებათ კი ასე გამოიყურება:

რკინა და ფოლადი - 16.7 მილიარდი ევრო
ქაღალდი და მაკულატურა - 16.3 მილიარდი ევრო
ქიმიკატები - 9.51 მილიარდი ევრო

“დეკარბონიზაცია თავის საფასურს ითხოვს, თუმცა ის ადგილობრივ ინდუსტრიას ეხმარება შესამჩნევად გააუმჯობესოს დაგეგმვის პროცესი და, ამავე დროს, წარმატებული მომავლისკენ გაიკვალოს გზა”, - აღნიშნავს ზიმერი.

ამავე კვლევის თანახმად, ინდუსტრიული სექტორი მსოფლიოს სათბურის აირების ემისიების მეოთხედზეა პასუხისმგებელი, სექტორის მსოფლიო მასშტაბით დეკარბონიზაციის პროცესს კი, 2050 წლამდე, დაახლოებით €2.7 ტრილიონი დასჭირდება.

მსგავსი ინვესტიციით, მეწარმეობის სექტორი ემისიების 90%-ზე მეტის თავიდან არიდებას შეძლებდა. ნახშირბადის დარჩენილი ემისიების შესაგროვებლად კი ინდუსტრიას დამატებით €2.8 ტრილიონის ინვესტიცია დასჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები