მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის კანცლერის გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ბენ გურიონის აეროპორტში განგაში გამოცხადდა

ოლაფ შოლცი ბენ გურიონი
BM. GE
18.10.23 07:51
29

გერმანიის კანცლერის ისრაელში ვიზიტის დასასრულს დელეგაციის წევრებს განგაშის სიგნალის ფონზე აეროპორტში საგანგებო ვითარების პროტოკოლის შესაბამისად თვითმფრინავის დატოვება და მცირე ხნით თავშესაფარში გადასვლა მოუწიათ.

ისრაელში ოფიციალური ვიზიტის დასრულებისას, დღის მეორე ნახევარში როცა გერმანიის კანცლერი და მისი დელეგაცია ისრაელის დატოვებისთვის ემზადებოდნენ, რომ ბენ გურიონის აეროპორტში განგაში გამოცხადდა. საერთაშორისო მედია წერს, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი სამთავრობო თვითმფრინავში იყო ასული, თუმცა მისი დატოვება მასაც და თვითმფრინავის მგზავრებს სრული შემადგენლობით დატოვება და ასფალტზე დაწოლა მოუხდათ. ოლაფ შოლცი რამდენიმე წუთით სამთავრობო მანქანით თავშესაფარში იყო გადაყვანილი. 
თელ-ავივში ყოფნისას, საჰაერო განგაშის გამო გერმანიის კანცლერს რამდენჯერმე მოუწია გერმანიის საელჩოს ბომბსაფარში ჩასვლა. ქალაქის ცენტრში ისმოდა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის „რკინის გუმბათის“ ყრუ აფეთქებების ხმა.

გერმანიის კანცლერი ისრაელში 17 ოქტომბერს ჩავიდა. ოლაფ შოლცმა ისრაელში ყოფნისას, მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ გერმანია სოლიდარობას უცხადებს ისრაელს და მხარში უდგას მას.

თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცმა განაცხადა: „ ეს არის ვიზიტი მეგობრებთან რთულ დროს. ისრაელის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება სახელმწიფო პრინციპია,“ - თქვა შოლცმა და პირობა მისცა ნეთანიაჰუს, რომ გერმანიაში ებრაულ ობიექტებს დაიცავს: „ გერმანიაში ებრაული სიცოცხლე საჩუქარია“.

ნეთანიაჰუმ "ჰამასის" თავდასხმას ისრაელის ტერიტორიაზე უწოდა „ჰოლოკოსტის" შემდეგ ებრაელთა მიმართ უმძიმესი დანაშაული.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები