მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის მთავრობამ $2 მილიარდის ბიტკოინი გაყიდა

რა-არის-ბიტკოინი

გასულ კვირას გერმანიის მთავრობამ საერთაშორისო კრიპტობირჟაზე 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი გაყიდა.

ამ მსხვილი ტრანზაქციის განხორციელების შედეგად, გერმანიის მთავრობის ანგარიშზე ბიტკოინის რაოდენობა ნულამდე შემცირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული კრიპტოაქტივები გერმანიის მთავრობას საკუთარი რესურსებით არ შეუძენია. შეიძლება ითქვას, რომ ეს კრიმინალურ დაჯგუფებებზე ჩამორთმეული აქტივებია, რადგან გასულ წელს გერმანიის სამართალდამცავმა ორგანომ კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი ამოიღო, რაც კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელი იყო.

ათიათასობით ბიტკოინის კონფისკაცია პირდაპირ კავშირშია 2013 წელს დახურულ პირატულ პლატფორმასთან, რომლის მეშვეობით კრიმინალური დაჯგუფება არალეგალურ ტრანზაქციებს ახორციელებდა და ფულს ათეთრებდა. როგორც ჩანს, დამნაშავეები მიღებულ შემოსავალს ბიტკოინში აკონვერტირებდნენ და თანხას ციფრულ საფულეებში ინახავდნენ.

როგორც ირკვევა, კრიპტოაქტივების კონფისკაცია მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც დაკავებულმა დამნაშავეებმა საფულეების გასაღებები ნებაყოფლობით დათმეს, რა თქმა უნდა, სასჯელის შემსუბუქების მიზნით.

როგორც ცნობილია, ბიტკოინის გაყიდვის შედეგად მოზიდულ თანხა გერმანიის ბიუჯეტს მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები