მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის მთავრობამ ჩინეთს ნახევარგამტარების ინდუსტრიაში ინვესტირება აუკრძალა

636bba6b6fae7
გიორგი თოლორდავა
09.11.22 18:40
694
გერმანიის მთავრობამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ჩინურ კომპანიებს გერმანიის ნახევარგამტარების ინდუსტრიაში ინვესტირება აუკრძალა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინურ Sai Microeletronics-ს აეკრძალა გერმანულ Elmos-ში ინვესტირება; ჩინურ საინვესტიციო ფონდს კი ERS Electonic-ში კაპიტალის დაბანდების უფლება შეეზღუდა.

ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკის განცხადებით, ნახევარგამტარებისა და ჩიპების ინდუსტრია კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ნაწილია, რომელშიც უცხოური გეოპოლიტიკური ძალების ჩართვა ეროვნული უსაფრთხოების რისკებს აჩენს.

"გერმანია უცხოური ინვესტიციებისთვის ღია ქვეყანაა, თუმცა ჩვენ გულუბრყვილოები ნამდვილად არ ვართ. ნახევარგამტარების ინდუსტრიას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს და მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომ დავიცვათ გერმანიის ტექნოლოგიური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნახევარგამტარების მწარმოებელ დასავლურ კომპანიებში ინვესტირება და შემდგომ აქტივების გამოსყიდვა ჩინეთის საგარეო სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც კომუნისტური მთავრობის მხარდაჭერით ჩინური კომპანიები წლების განმავლობაში ახორციელებდნენ. საგულისხმოა, რომ საერთაშორისო კრიტიკისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, სულ უფრო მეტად იზრდება იმ ქვეყნების სია, რომლებიც ნახევარგამტარების სექტორში ჩინეთთან თანამშრომლობისგან თავს იკავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები