მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის საფეხბურთო ნაკრებს Adidas-ი აღარ შემოსავს

გერმანია და ნაიკი

გერმანიის საფეხბურთო კავშირის განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა. 2027 წლიდან მინიმუმ 2034 წლამდე, ბუნდესგუნდის როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა და ასაკობრივ ნაკრებებს ამერიკული ბრენდი Nike-ი შემოსავს.

ეს ინფორმაცია ბევრისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, რადგან გერმანული ბრენდი და ეროვნული ნაკრები 1954 წლიდან თანამშრომლობდნენ, როცა Adidas-მა გუნდს მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეუკერა მაისურები.

ცვლილებას გამოეხმაურა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რობერტ ჰაბეკი, რომელსაც რთულად წარმოუდგენია ეროვნული ნაკრები სამ ხაზოვანი მაისურის გარეშე, რადგან ოდითგან Adidas-ი გერმანიის იდენტობის ნაწილი იყო.

როგორც გერმანიის საფეხბურთო კავშირში აცხადებენ, Nike-მა საუკეთესო ფინანსური წინადადება წარმოადგინა და ასევე გამოიჩინა ინიციატივა ქალთა და სამოყვარულო ფეხბურთის მხარდაჭერისა.
საფეხბურთო კავშირს არ გამოუაშკარავებია შეთანხმების დეტალები, თუმცა აღნიშნავენ, რომ Nike-ი მრავალი წლის მანძილზე გერმანიას ფინანსურ სტაბილურობას მოუტანს.

აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ევრო 2024 და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ბოლო ტურნირები, სადაც გერმანიის ნაკრები Adidas-ის მიერ დასპონსორებული მაისურებით ითამაშებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები