მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა

ანალენა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი მიმდინარე კვირაში ერევანსა და ბაქოში გაემგზავრება და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეუწყობს ხელს - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი იტყობინება.

ბერბოკი სომხეთის დედაქალაქს პარასკევს, 3 ნოემბერს ეწვევა და შეხვედრებს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ჩაატარებს. ვიზიტი ასევე მოიცავს ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, რომლის ფარგლებშიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკს მოინახულებს.

ანალენა ბერბოკი ბაქოს მომდევნო დღეს, შაბათს ეწვევა და შეხვედრებს ჯეიჰუნ ბაირამოვთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები