მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის ვაქცინაციის კომისია: მოწყვლადი ჯგუფები მეოთხე დოზითაც უნდა აიცრას

61fb7c315204d
თათია კაკიაშვილი
03.02.22 21:43
842
გერმანიის ვაქცინაციის კომისია STIKO რეკომენდაციას გასცემს, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფები კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინის მეოთხე დოზითაც აიცრას. საუბარია 70 წელს გადაცილებულ პირებზე, ასევე მოქალაქეებზე, რომლებიც თავშესაფრებში ცხოვრობენ და იმ მოქალაქეებზეც, რომლებსაც იმუნოდეფიციტი აქვთ. ინფორმაციას DW ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ STIKO ამ მხრივ, ისრაელის არსებულ გამოცდილებას ეყრდნობა.

„ისრაელის უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ მეოთხე დოზას ინფექციისგან დაცვის გაუმჯობესება და სერიოზული დაავადების აცილება შეუძლია. ამის შესახებ გერმანიის ვაქცინის საექსპერტო კომპანია დეტალურ ცნობებს სულ რამდენიმე დღეში წარადგენს“, - წერია STIKO-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ამასთან, STIKO-ს ხელმძღვანელის თომას მერტენსის ინფორმაციით, გერმანიას მოწყვლადი მოსახლეობის ასაცრელად მეოთხე გამაძლიერებელი დოზის მარაგი აქვს.

საგულისხმოა, რომ რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ, მათ შორის Moderna-მ და BioNTech-მა, განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი ვაქცინის შემუშავება, რომელიც „ომიკრონის“ ვარიანტის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანი იქნება. 

ცნობისთვის, იანვარში, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა თქვა, რომ COVID-საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო მუშაკებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. შესაბამისად, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ასიათასობით ადამიანმა უკვე გაიკეთა მეოთხე დოზა, თუმცა ისრაელში ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მეოთხე დოზა „ომიკრონის“ წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტიანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები