უმსხვილესი გერმანული საფინანსო ორგანიზაცია - Commerzbank-ი საკუთარ ციფრულ სისტემაში Crypto Finance-ის პლატფორმის ინტეგრირებას და კრიპტოვალუტებით ვაჭრობის სერვისის დანერგვას გეგმავს.
Commerzbank-ის კლიენტები რამდენიმე დღეში სასურველი კრიპტოვალუტის შეძენას, გაყიდვას, შენახვას და გაგზავნას პირდაპირ საბანკო ანგარიშიდან შეძლებენ, საერთაშორისო კრიპტობირჟების გვერდის ავლით.
ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, კრიპტოინდუსტრიის განვითარებისა და WEB3-პროექტების მიმართ საზოგადოების ინტერესის ზრდის ფონზე, გერმანული ბანკი ვერ დაუშვებს, რომ ჩამორჩეს ტექნოლოგიურ პროგრესს და მომხმარებლებისთვის შესაბამისი სერვისები არ შექმნას.