მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანული კომპანია PNE ვიეტნამში ქარის ოფშორულ ელექტროსადგურს ააშენებს - ბიუჯეტი: $4.6 მლრდ

გერმანია

გერმანული Pure New Energy ვიეტნამის მთავრობისგან ქვეყანაში ქარის ოფშორული ელექტროსადგურის მოწყობაზე თანხმობას ელოდება. გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, პროექტი, რომელიც ამ აზიურ ქვეყანაში უნდა განხორციელდეს, $4.6 მილიარდადაა შეფასებული.

ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში, კომპანია ცენტრალური ვიეტნამის ერთ-ერთ პროვინციაში ქარის ფერმას შექმნის, რომლის დადგმული სიმძლავრეც 2000 მეგავატს მიაღწევს - ამის შესახებ განცხადებას ბინ-დინის პროვინციის მთავრობა ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ვიეტნამი მზისა და ქარის ენერგიის განვითარებისთვის ხელშეწყობას ცდილობს, ქვეყნის სამიზნე მაჩვენებელი 2030 წლისთვის ქარის ოფშორული სადგურების სიმძლავრის 6 გიგავატამდე ზრდაა, თუმცა მარეგულირებლის მიერ შექმნილი დაბრკოლებების გამო, ვიეტნამის ეს მიზანი რისკის ქვეშაა.

მედიის ინფორმაციით, PNE-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბინ-დინის პროვინციის ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები უკვე აწარმვოა. მათივე ინფორმაციით, გერმანული კომპანია აღნიშნულ გარიგებაზე 2019 წლიდან მუშაობს. ამასთან, PNE იმ ბიზნესდელეგაციის წევრიც იყო, რომლის თანხლებითაც გერმანიის პრეზიდენტი ვიეტნამს წლის დასაწყისში ეწვია.

პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიეტნამის ცენტრალური ხელისუფლება მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები