მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანულმა Allianz Group-მა რუსეთში ბიზნესი გაყიდა და ქვეყნის ბაზრიდან გავიდა

64662239e97fe
გიორგი თოლორდავა
18.05.23 17:27
917
გერმანულმა საფინანსო ორგანიზაცია Allianz Group-მა რუსეთში ბიზნესი საბოლოოდ გაყიდა. Allianz-ის აქტივებისა და პორტფელის მფლობელი Interholding-ი გახდება, რომელიც რუსულ სადაზღვევო კომპანია Zetta Insurance-ს ფლობს.

აღსანიშნავია, რომ აქტივის გასხვისებასთან დაკავშირებით განაცხადი გერმანულმა კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ წელს შეიტანა, თუმცა აქამდე რუსული მარეგულირებელი ორგანო ტრანზაქციის დადასტურების პროცესს აჭიანურებდა.

გარიგების მოცულობა არ გასაჯაროებულა, თუმცა Allianz-ის განცხადებით, რუსეთის ბაზრიდან გასვლით კომპანია დაახლოებით 440 მილიონი დოლარის ზარალს მიიღებს.

რუსეთის ბაზრიდან გერმანული კომპანიის გასვლა ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებით არის განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები